უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტად დარჩება იქამდე, სანამ ომი არ დასრულდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის გადაწყვეტს წასვლას პრეზიდენტის პოსტიდან, ზელენსკიმ უპასუხა: „ომის შემდეგ“ და დასძინა, რომ მან ჯერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა „დაასრულოს“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხალხისა და ქვეყნისთვის.