leaderboard_below_slide

შალვა პაპუაშვილი: დღეს აღვნიშნავთ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილეს და მინდა, პატივი მივაგოთ მას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა თამაზ ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი გამოხმაურებით გახსნა.

„დღეს განსაკუთრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა აღნიშნავენ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილეს. მინდა, მეც გამოვეხმაურო ამ თარიღს. თამაზ ნადარეიშვილი გახლდათ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მათ შორის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. ომის პერიოდში ის იყო აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, შემდეგ იყო საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წლების განმავლობაში. დღეს აღვნიშნავთ მისი 70 წლის იუბილეს და მინდა, თქვენთან ერთად პატივი მივაგოთ მას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თამაზ ნადარეიშვილი 2004 წელს გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ