ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს “ნაცენჯეოების” მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო “კორუფციაში იხრჩობა”, “ეკონომიკური სტაგნაციაა”, “უუფლებო საზოგადოებაა” და ა.შ. მისივე თქმით, ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობის” მომსახურე არასამთავრობოები დიდი ხანია წარმოადგენენ არასერიოზულ ორგანიზაციებს, რომლებიც ბილწავენ სამოქალაქო საზოგადოების არსსა და მნიშვნელობას.
“დემოკრატიის მრავალფეროვნების” (V-Dem) საერთაშორისო ინდექსმა გაანულა ის ყალბი შეფასებები, რომ თითქოს საქართველოში უთანასწორო პოლიტიკური გარემოა – მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დავწინაურდით, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში ვართ, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე. მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს “ნაცენჯეოების” მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო “კორუფციაში იხრჩობა”, “ეკონომიკური სტაგნაციაა”, “უუფლებო საზოგადოებაა” და ა.შ. ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობის” მომსახურე არასამთავრობოები დიდი ხანია წარმოადგენენ არასერიოზულ ორგანიზაციებს, რომლებიც ბილწავენ სამოქალაქო საზოგადოების არსსა და მნიშვნელობას. 2023 წლის შედეგებით, საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას, დიდი შვიდეულის 5 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: ფინეთს, შვედეთს, სლოვაკეთს, ბელგიას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, ამერიკის შეერთებული შტატებს, რუმინეთს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, კვიპროსს, ლატვიას, იაპონიას, ესტონეთს, ნიდერლანდებს, ირლანდიას, სლოვენიას, მალტას, გაერთიანებული სამეფოს, საბერძნეთს, პოლონეთს, სამხრეთ კორეას, კანადას, უნგრეთს, ესპანეთს, ისრაელს, სინგაპურს, თურქეთს და ა.შ. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი განიმარტება, როგორც „პოლიტიკური ჯგუფების თანასწორობა სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ“ და იკვლევს „სარგებლობენ თუ არა ყველა პოლიტიკური ჯგუფის წევრები სამოქალაქო თავისუფლებებით ერთნაირი დონით, თუ ზოგიერთი ჯგუფი ზოგადად უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია“. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება“, – წერს გია აბაშიძე.