რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი
“რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს. ისინი გუშინ დაემალნენ გენერალურ პროკურორს, დღეს ემალებიან პატიმრებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ამ მნიშვნელობის, ამ პასუხისმგებლობის კანონპროექტზე ვმუშაობთ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის სკამები პლენარულ სხდომათა დარბაზში ცარიელია. მათ, ფაქტობრივად, დღეს გამოუცხადეს ბოიკოტი პატიმრებს, გამოუცხადეს ბოიკოტი პატიმართა ოჯახებს და გამოუცხადეს ბოიკოტი ადამიანის უფლებების დაცვას. ისინი გუშინ დაემალნენ გენერალურ პროკურორს, დღეს ემალებიან პატიმრებს. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი, რასაც ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მისცემს შესაბამის შეფასებას“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.