“გუშინ თქვეს, “ლელო” დოლიძესთან გაერთიანდაო და ჩემებს დავურეკე – მეთქი, ჩვენთვის არჩევნები დამთავრებულია-თქო, წავაგეთ, მონაწილეობას აზრი არ აქვს-თქო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„კიდევ იმის გვარს ვერ ვიმახსოვრებ, ახალგაზრდა “ენჯეოშნიკია”, ისიც შეუერთდა, პრაიდებსა და შეტაკებებს რომ მხარს უჭერდა. ისიც თუ შეუერთდა-თქო, ჩემებს ვუთხარი, ავწიოთ ხელები და დავნებდეთ, არჩევნები წაგებულია-თქო. რა ანა დოლიძე და “ლელო”, ორივე ნაცების დანამატები არიან. ესენი არიან უავტორიტეტოები. ხაზარაძე, ჩემო ძმაო, რა ფულს გახარჯინებენ?! ანაკლიის პორტი იმიტომ არ გააკეთა, მოგება მეო და ზარალი სახელმწიფოსო. უარი რომ ვუთხარით, ეწყინა და პროექტი ჩააგდო. ხაზარაძე ბიზნესმენია, ვინც პლუს-მინუსს ითვლის და “ქეშ ფლოუ” აქვს გაკეთებული. ამხელა გამოცდილება აქვს და ანა დოლიძე გინდ მიამატოს, გინდ გამოაკლოს. ვის ატყუებს? ამას სამადაშვილი არ გაუტარებს, თორემ ჩვენ კი ვიცით, რაც არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარტია “ლელო”, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” გაერთიანდნენ.