leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: მეამაყება, რომ საქართველო გახდა მოწინავე ქვეყანა გამჭვირვალობის კანონის თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში

“მეამაყება, რომ საქართველო გახდა მოწინავე ქვეყანა გამჭვირვალობის კანონის თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“კანონი მიიღეს ესპანეთში, მანამდე საფრანგეთში, კანადაში და ა.შ. გაგრძელდება ეს პროცესი და ისტორიას დაამახსოვრდება, რომ გამჭვირვალობის კანონი ზოგმა ქვეყანამ მედიასაშუალებების მიმართ, ზოგმა არასამთავრობო სექტორის მიმართ, ზოგმა კი ორივეს მიმართ მიიღო გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე ეს ჩვენი გამჭვირვალობის კანონია. მეამაყება, რომ საქართველო გახდა მოწინავე ქვეყანა გამჭვირვალობის კანონის თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

ასევე იხილეთ