leaderboard_below_slide

იენს სტოლტენბერგი: ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის

“ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი”, –  ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატოს მოკავშირეები იმისთვის, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა:

„დიახ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, მას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი. პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიაჩნია, ჩვენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვართ ხანგრძლივი დახმარებისთვის, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ გვექნება პირობები კონფლიქტის მოგვარებისთვის. თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერის დრო ახლა არის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე იხილეთ