ტრამპი: ბუშის პრეზიდენტობის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას დროს ყირიმი მიისაკუთრა, ბაიდენის დროს მთელი უკრაინა ამოიღო მიზანში
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ბარაკ ობამას დროს ყირიმი მიისაკუთრა, ხოლო ჯო ბაიდენის დროს მთელი უკრაინა მიზანში ამოიღო.
“პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა ყირიმი მიისაკუთრა. დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთმა მთელი უკრაინა ამოიღო მიზანში. ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა ვერაფერი მიიღო”, – თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთს და სხვა ქვეყნებს მისი ეშინოდათ და ახალ კონფლიქტებს არ იწყებდნენ.