„თავის ხარჭების იქით, ამ კაცის ტვინი არ იყურებოდა პრეზიდენტობისას და არ იყურება დღესაც“, – წერს გიორგი გამსახურდია ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.
„წარმოგიდგენიათ, რა სულით მანკიერ ადამიანთან გვაქვს საქმე? თავის ამომრჩეველსაც კი არ სცემს პატივს, ჯერ იყო საკუთარი თავი ცოცხლად ატირებინა, მისი სიმულაციების გამო ხალხი ქუჩაში აყურყუტა, ბევრი შიდა პარტიული მუშაკი, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ პარტიული მუშაობის, ისინი გვერდზე ჩაწია და თავისი პირადული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ერთ მხარეს სოფო ჯაფარიძე მოიყვანა და მეორე მხარეს, თინა ბოკუჩავა. ეს არის ზუსტად ამ ამორალური და აღვირახსნილი კაცის მართვის სტილი, თავის ხარჭების იქით, ამ კაცის ტვინი არ იყურებოდა პრეზიდენტობისას და არ იყურება დღესაც. იმავეს და უარესის განმეორება უნდა ამ არლეკინოს, მაგრამ ოქტომბერში გავისტუმრებთ პოლიტიკურ საიქიოში. ოღონდ ჯერ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი მან და მისმა უახლოესმა სვიტამ“, – წერს გიორგი გამსახურდია.