leaderboard_below_slide

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში, თავის უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია.

„ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია“, – თქვა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ეფექტური დიალოგის წარმოება ყველა ევროპელ კოლეგასთან ინფორმაციის ღია გაცვლის მიზნით.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში და განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

ასევე იხილეთ