გელა ზედელაშვილი: ესა, შუაში რო ჩაგისვამთ და იძახის, ევროპიელი ჯეელი გახლავართო, არ დაუჯეროთ, ეგ სინამდვილეში „გეპეის“ კომკავშირის მდივანი იყო და…
„1000-ლარიან პენსიას რო გპირდებათ, მართალი გგონიათ? ეგა, ხალხო, ტუალეტში რო შედის, თან უკან იყურება, ემანდ არაფერი გავაყოლოო, რა 1000-ლარიანი პენსია? აბა, ერთი შედით მაგის ბანკში, თუ ერთი თეთრი გაპატიოთ, თუ ვადას ერთი წუთი გადააცილეთ, ეგრევე 50-ლარიან ჯარიმას აგაკრამთ, თქვენ კიდე სხედხართ და შეჰყურებთ პირდაფჩენილები“, – წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მამუკა ხაზარაძის შესახებ.
„ამ სურათმა ჩემი ბავშვობა გამახსენა და გვერდი ვეღარ ავუარე!
***
აეგრე ჩამოსხდებოდნენ ხოლმე სოფლი დედაკაცები და ბერიკაცები, აეგრე გააბამდნენ ხოლმე მუსაიფსა, ხან იმ მთისას იტყოდნენ, ხან ამ მთისას, ხან ვის გადასწვდებოდნენ, ხან ვისა, მაგრამ ერთი კი იყო, ეგრე უსაქმურად არც ერთი არ იჯდა – ზოგი ბუმბული ვედრაი მაიდგამდა და საბალიშედ არჩევდა, ზოგი კიდე ხმელი ლობიოთი სავსე „ლახანკაი“ ჩაიდგამდა ფეხებშუა და ჩირჩნიდა. მორჩებოდნენ თუ არა იმ დღის გეგმა-ვალდებულებასა, კმაყოფილად ჩაილაპარაკებდნენ: იიიჰ, ითოვლოი, ქააა, ამზამთარ გიმალაიზე, დაფქული გვაქ, მწნილი ჩავდეთ და ლობიოც დავჩირჩნეთო.
***
ესენი, სურათზე რო არიან ასახულები, იმათთან შედარებით ყალთაბანდები არიან. შე კაი დედაკაცო თუ ბერიკაცო, მაინცა ზიხარ, მაინც ერთ ალაგს იფხან, მაინც ენა შემოგიდვია მხარზე, ან ბუმბული გაარჩიე საბალიშედ, ან ლობიო გაჩირჩნე სარჩოდ, ამზამთარ გიმალაიზე რო ჩამოთოვს, ემაგ ხანდაზმული თაღლითის დაპირებები უნდა ჭამოთ? 1000-ლარიან პენსიას რო გპირდებათ, მართალი გგონიათ? ეგა, ხალხო, ტუალეტში რო შედის, თან უკან იყურება, ემანდ არაფერი გავაყოლოო, რა 1000-ლარიანი პენსია? აბა, ერთი შედით მაგის ბანკში, თუ ერთი თეთრი გაპატიოთ, თუ ვადას ერთი წუთი გადააცილეთ, ეგრევე 50-ლარიან ჯარიმას აგაკრამთ, თქვენ კიდე სხედხართ და შეჰყურებთ პირდაფჩენილები.
ან კიდე ისა… 200 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნა ეგრევეო. შუაში რო ჩაგისვამთ და უსმენთ, რა 200 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას მაგან? დიდი-დიდი, ხალხს რო გამოჰყრის სახლებიდან, იქ დასჭირდეთ „პადელნიკებად“, მაგრამ გატყობთ, იმ ასაკში ხართ, მაგ „სამსახურისკენ“ გული აღარ გაგიწევთ.
***
ჰოდა, რაკი ჰასაკი აღარ გიწყობთ ხელსა, მე მოგცემთ ერთ კაი რჩევას: სამი თითი დაინერწყვიანეთ და ბუმბული გაარჩიეთ, ლობიო პირდაპირ გაჩირჩნეთ, ნერწყვი არ უნდა. ამით ორ კურდღელ დაიჭერამთ – ამზამთარ, როცა გიმალაიზე ჩამოთოვს, თავებ კაი ფუმფულა ბალიშებზე დადებთ და ლობიოც გექნებათ მეორე მოსავლამდე.
თქვენ გგონიათ, ის დედაკაცები და ბერიკაცები სულელები იყვნენ, ყუდროზე რო შრომობდნენ მრავალწახნაგოვნად? როგორც უკვე მოგახსენეთ, იქ მარტო ჭორიკნობა არ მიმდინარეობდა, იქ საქვეყნო საქმეებზეცა მსჯელობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ლეონიდ ილიჩი რო წამააწვენდა ხოლმე მაზალო რაღაცას, იმაზეც ხმამაღლა იცინოდნენ, დემოკრატია მაშინ იყო, თუ იყო, აბა, ეს რა ჩემი ფეხები დემოკრატიაა? ესა, შუაში რო ჩაგისვამთ და იძახის, ევროპიელი ჯეელი გახლავართო, არ დაუჯეროთ, ეგ სინამდვილეში „გეპეის“ კომკავშირის მდივანი იყო და ლენინის თეზისებ იზუთხამდა საგანგებოდ. მაიცადეთ, თუ ადამიანი გადამკვდარი ბოლშევიკი იყო, ერთი უცებ საიდან გაევროპიელდა? ეგეთი რამეები საერთოდ ხდება? ჰკითხეთ, მერაბ კოსტავას რო დასდევდი სკამის გადაჭრილი ფეხით, როგო იყო-თქო? ეგრევე წამოხტება და „გაქცუნდება“.
***
ეჰ, კარგი დრო იყო, კარგი!“ – წერს გელა ზედელაშვილი.