leaderboard_below_slide

თამარ ჩიბურდანიძე: როდესაც არასამთავრობო სექტორი გასცემს მითითებებს, როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, აცხადებენ, რომ გადაიბარებენ მმართველობას ტექნიკური მთავრობის სახით და ა.შ. – ეს არის უხეში ჩარევა პოლიტიკაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობას აფასებს.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი ყოველთვის პირდაპირ ერეოდა პოლიტიკაში და ეს მათ განცხადებებშიც გამოიხატებოდა.

ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ ახლა უკვე ღიად გაერთიანებული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის და ეს ერთობა მათი ამომრჩევლის რაოდენობას ვერ გაზრდის, რადგან ენჯეოებსა და ოპოზიციას საერთო მხარდამჭერები ჰყავთ.

„ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ პოლიტიკაში მონაწილეობას, თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ დე ფაქტო იყვნენ მანამდე, ისინი რეალურად იყვნენ პოლიტიკაში, რადგან მათი განცხადებები არ ჰგავდა არასამთავრობო სექტორის განცხადებებს. როდესაც არასამთავრობო სექტორი პირდაპირი წესით ერევა პოლიტიკაში – გასცემენ მითითებებს, როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, ხელისუფლება,  აცხადებენ, რომ გადაიბარებენ მმართველობას ტექნიკური მთავრობის სახით და ა.შ. – ეს არ არის დე ფაქტო ჩარევა, ეს არის უხეში ჩარევა პოლიტიკაში.

რამდენი წელია უკვე ქართული საზოგადოება უყურებს არაპოლიტიკურად შენიღბულ პოლიტიკოსებს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ არასამთავრობო სექტორი გამოვიდა წინა პლანზე, ნიკა გვარამიასთან, ახალ ნაცებთან გაერთიანდნენ  და უკვე ღიად დაირქვეს სახელი. თუმცა რა ხმებიც ჰქონდათ იქამდე, სანამ ერქვათ არასამთავრობო სექტორი, ზუსტად იგივე ხმები ექნებათ დღესაც. ისინი, ვინც ახლა ღიად შემოვიდნენ პოლიტიკაში ლელოსთან, გვარამიასთან თუ სხვასთან, მათი ხმები ზუსტად იგივე ყულაბაში ეყარა, რაშიც მთელი ოპოზიციის ხმები – არაფერი შეცვლილა ამით და არც შეიცვლება. ხმების რაოდენობა მათ არ დაემატებათ იმიტომ, რომ მაგალითად ლევან ცუცქირიძე სად იქნება, არასამთავრობო ერქმევა თუ პოლიტიკური პარტია, ის ყოველთვის იყო და არის ოპოზიციის მხარდამჭერი და არც მალავდა ამას არასოდეს. ასევე ის არასამთავრობო სექტორის სახეები, რომლებიც მათთან ერთად გადავიდნენ და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს – ნაცების ამომრჩევლები იყვნენ და დარჩებიან ნაცების ამომრჩევლად. აქედან გამომდინარე, ხმების რაოდენობა არ შეცვლილა. ყველას ხმა, სადაც არ უნდა გადალაგდნენ, ყრია ერთ ოპოზიციურ ყულაბაში“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე იხილეთ