leaderboard_below_slide

მაია ბითაძე: საქართველოს ის წინადადება, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში გაიზიარეს, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობას ზოგადად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირების თვალსაზრისით

„საქართველოს ის წინადადება, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში გაიზიარეს, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობას ზოგადად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სამიტის მთავარი მიზანია გააძლიეროს ის ეკონომიკური საფუძვლები, რომელიც დღეს მსოფლიოში თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საწინდარია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს არა თუ მონაწილეობა ასეთ მაღალ დონეზე პრემიერ-მინისტრის სახით ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, არამედ ის, რომ ქართული მხარის წინადადება გაიზიარეს. წინადადება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობას ზოგადად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირების თვალსაზრისით. ამ სამიტის მთავარი მიზანია გააძლიეროს ის ეკონომიკური საფუძვლები, რომელიც დღეს მსოფლიოში თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საწინდარია. ეს სწორედ ის საკითხებია, რაზეც „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება აქცენტებს აკეთებს და რაზეც ჩვენ წლებია ვმუშაობთ როგორც ევროკავშირთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გვაქვს ძალიან დიდი წარმატება. ამ მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავამტკიცეთ ცვლილებები, როგორც ეკონომიკური თავისუფლების კანონში, ასევე, ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია, სადაც ხაზი გავუსვით, რომ 2030 წლისთვის საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიას უნდა აჭარბებდეს სუფთა წყაროებიდან ენერგია. ეს არის სწორედ საქართველოს როლი შუა დერეფანში და ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ლოგისტიკური პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“,- აღნიშნა ბითაძემ.

მან ასევე ისაუბრა ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე.

„ეს პოტენციალი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ამ რთული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინადადება აისახა დეკლარაციაში და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ დაიწყება სერიული დიალოგები რეგიონში, რომელიც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ მეტი რესურსი, ფანჯარა გავხსნათ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გამოიყენებს დამაკავშირებელ გზას აზიასა და ევროპას შორის, სხვა და სხვა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში. მაგალითად ისეთი პროექტების, რომლებიც უკვე წარმატებით მიმდინარეობს, როგორიც არის ბოჭკოვანი კაბელი და წყალქვეშა კაბელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საუკუნის პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თვითონ ევროპისთვის. მე ძალიან გული მწყდება, რომ ჩვენი რადიკალები, ქართველი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ ეს დიდი სიკეთეც, რომელიც ამ კომუნიკეში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აისახა, შავ ფერებში წარმოაჩინონ და აქედან მინდა შევარცხვინო ისინი, როგორც საქართველოს მოქალაქეები“,- განაცხადა ბითაძემ.

ასევე იხილეთ