ვოლოდიმირ ზელენსკი: პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დააჩქარებს უკრაინისთვის მიერ „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დააჩქარებს უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა „უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად“.
ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამასთან არც პოლონეთის მთავრობას გაუვრცელებია საჯარო განცხადება.
პოლონური მედია ვარაუდობს, რომ ეს შეთანხმება შესაძლოა, ლოჯისტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს.
ცნობისთვის, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინა ამ ზაფხულს დასავლელი პარტნიორებისგან ექვს „ეფ-16“- ის ტიპის თვითმფრინავს და წლის ბოლომდე სულ 20-მდე თვითმფრინავს მიიღებს.