leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძემ და გიორგი სოსიაშვილმა ლიტერატურული კონკურსის – „მაჩაბელი – 2024“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და კომიტეტის წევრმა, უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი სოსიაშვილმა  ლიტერატურული კონკურსის – „მაჩაბელი -2024“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

პარლამენტის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და  ლიტერატურული კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“ პროფესორი გიორგი სოსიაშვილის ინიციატივით 2021 წელს დაფუძნდა. ამჟამად კონკურსის მთავარი კოორდინატორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.

კონკურსის დამფუძნებლის პრემია გიორგი სოსიაშვილმა  თურქ ქართველოლოგსა და მთარგმნელს, ჰარუნ ჩიმქეს, ხოლო სპეციალური პრიზი  პოეტ ნინო მშვიდობაძეს გადასცა.

ღონისძიებას  გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი,  საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ესწრებოდნენ.

ასევე იხილეთ