leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები A დივიზიონში დაწინაურდა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმის ახალაშენებულ ქვიშის მოედანზე ევროლიგის („ბათუმის საერთაშორისო თასი“) მეორე ტურის მატჩი უნგრელებთან ჩაატარა. მართალია, 4:5 დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროლიგის A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

უნგრეთის ნაკრებმა პირველ ტურში ლატვიასთან წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად საქართველოსთნ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. საბოლოოდ, გუნდმა მიზანს მიაღწია და მოიგო.

ლატვიამ, საქართველომ და უნგრეთმა 3-3 ქულა დააგროვეს. პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა ლატვიას 6:1 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით მოიპოვა და ევროლიგის A დივიზიონის საგზურს დაეუფლა.

„ბათუმის საერთაშორისო თასის“ გათამაშება გრძელდება – საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ