ქართველი ჩოგბურთელები ალექსანდრე ბაკში და საბა ფურცელაძე ყაზახეთში, ასტანის ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ.
ალექსანდრე ბაკშმა შეჯიბრების მეოთხედფინალში 23 წლის უზბეკი სერგეი ფომინი (582-ე მსოფლიო რეიტინგში) სამ სეტში, 7:6, 6:7, 7:6 დაამარცხა, ხოლო ფურცელაძემ ორ სეტში, 6:2, 6:3 სლოვაკ ლუკას პოკორნის (536-ე მსოფლიო რეიტინგში) მოუგო.
ნახევარფინალში ალექსანდრე ბაკში ბულგარელ კუზმანოვს შეხვდება, რომელიც ასტანის ტურნირზე მესამე ნომრადაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ფურცელაძეს, ის ფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით გამომსვლელ კარლოვსკის დაუპირისპირდება, ის ასტანაში მეშვიდე ნომერია.
ნახევარფინალური მატჩები 20 ივლისს ჩატარდება.