leaderboard_below_slide
left_sabechdi

უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა

უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი, რომელსაც ლვოვში სახლთან ესროლეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ და ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადეს, იუწყება უკრაინული მედია.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, ირინა ფარიონის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ლვოვის მერმა.

მან ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ფარიონის ოჯახს, მეგობრებსა და სტუდენტებს.

„თავდამსხმელის ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება“, – აღნიშნა კოზიცკიმ.

ცნობისთვის, ლვოვში უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატსა და საზოგადო მოღვაწეს ირინა ფარიონს ესროლეს. ქალს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

ასევე იხილეთ