ილჰამ ალიევი: აშშ-სთან ურთიერთობაში იყო აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო, ისინი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას და ოპოზიციის დაფინანსებას ცდილობდნენ
“აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობაში იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის დროს. ის აგებული იყო ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთდახმარებაზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ყოველთვის სტაბილური იყო. იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ეს იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.