ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებისთვის ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანელი სამართალდამცველების ცნობით, ისინი კიბერშეტევებს ახორციელებდნენ საჯარო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ.
მათი თქმით, კიბერთავდასხმები მიმართული იყო უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სამთავრობო სექტორში საჯარო და კერძო ორგანიზაციების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სერვისების წინააღმდეგ.