leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ დუნდუა ოპოზიციაზე: როდესაც მეცნიერულად გამართულ კვლევას ებრძვი და ცდილობ, მის წინააღმდეგ გაილაშქრო, მარცხდები ნებისმიერ შემთხვევაში

“ერთ მხარეს არის სიმართლე, მეცნიერება, კვლევა და რეალობა, მეორე მხარეს არის მცდარი პოზიცია, პოლიტიკურად მოტივირებული რიტორიკა, რომელიც აცდენილია რეალობას”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა დააკნინოს მეცნიერება. მეცნიერების დაკნინება შეუძლებელია, როდესაც მეცნიერებას ებრძვი, როდესაც მეცნიერულად გამართულ კვლევას ებრძვი და ცდილობ, მის წინააღმდეგ გაილაშქრო, მარცხდები ნებისმიერ შემთხვევაში და იმარჯვებს მეცნიერება, იმარჯვებს ნამდვილ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევა. ეს რეალობაა და ამიტომაც, ასეთი რიტორიკა მხოლოდ წამგებიანია პოლიტიკური ბრძოლისათვის.

რა შეეხება სიმართლეს და სინამდვილეს, სიმართლე და სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციური კრიტიკის ქვეშ მოყვნენ, არიან ისეთი მაღალი რეპუტაციის, რომელსაც ეფუძნება, მაგალითად, „მსოფლიო ბანკის“ გლობალური მართულობის ინდიკატორები, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის და თავისუფლების ინდექსი და არაერთი ორგანიზაციის, არაერთი წამყვანი ორგანიზაციის შემაჯამებელი შეფასებები. ასე, რომ ერთ მხარეს არის სიმართლე, მეცნიერება, კვლევა და რეალობა, მეორე მხარეს არის მცდარი პოზიცია, პოლიტიკურად მოტივირებული რიტორიკა, რომელიც აცდენილია რეალობას“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

ასევე იხილეთ