აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.
„მემთეურების კვლევისა და სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთამ ერთად ადგილზე გაეცნო.
სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. ადგილზე დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.