leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენთვის წაგება ნიშნავს ქვეყნის დაკარგვას

“უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი – ტერიტორია თუ ხალხი?” როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა ომიდან კარგი გამოსავალი არ არის.

„ვინ გითხრა რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე გაყინული იყო. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? Მას ეს სურს. მას უბრალოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ