ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
,,თქვენ ხომ იმ ხალხთან იდექით, რომელიც მაგას ითხოვდა, რომ საბოლოო ჯამში ეს მომხდარიყო. კიდევ გინდათ მაგათი სათამაშოები იყოთ?
შეიძლება, ძნელი იყოს ხოლმე ჩემი საუბარი, მაგრამ მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მე მინდა, სამოქალაქო სექტორმა სწორად დაინახოს თავის თავი, ეს ადამიანობაა, რასაც ეგენი აკეთებენ თუ, მაპატიეთ და, ღორობა ჰქვია მაგას?
30 ვერცხლი იუდამ გადაყარა მერე და ახლა 50 მილიონი იქნება, 30 თუ 100 მილიონი, საქართველოში არჩევნებს მაგით მაინც ვერ მოიგებ რა. 30 ვერცხლი მაინც მისაყრელი გექნება ბოლოს და უკან არავინ აღარ გამოგართმევს, ამიტომ დავფიქრდეთ და იქნებ ერთიანობისთვის ვიზრუნოთ” – განაცხადა მეუფე იაკობმა.