leaderboard_below_slide

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ის მოუთმენლად ელის თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიული შედეგების მიღწევას ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

„თუ ჯო ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

ასევე იხილეთ