leaderboard_below_slide

რამაზ საყვარელიძე: ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ

„ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის 3-საათიანი სიტყვა გაიხსენა, სადაც მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზეც ისაუბრა.

„ტრამპმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორბანის ფიგურას. ანალიტიკოსებიც აცხადებენ, რომ ეს ერთი ჯგუფია, ერთი ბრიგადაა – ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი და ორბანი. უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ორბანზე იყო საუბარი, რომ რუსეთზეა ორიენტირებული. არავისზეა ორიენტირებული – რუსი ანალიტიკოსები ამბობენ. ის უნგრეთზეა ორინეტირებული. ანუ, შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაზე ზრუნავენ. ტრამპის სიტყვაც ამერიკაზე ზრუნვა იყო, მის ეკონომიკაზე, კაპიტალზეც. ორბანიც ასეთია. ის თავის უნგრეთზე ზრუნავს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ასევე იხილეთ