leaderboard_below_slide

რამაზ საყვარელიძე: ჯო ბაიდენის მიერ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის საკითხი მიუთითებს, რომ მას რაღაცის გარანტიები სჭირდება

დემოკრატიული“ პარტიიდან გარანტიის ყველაზე მეტი განსახიერება იყო კამალა ჰარისი. არჩევნების მოგების შემთხვევაში, იგი ბაიდენის მომხრე იქნება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იგი კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენს რაღაცის გარანტია სჭირდებოდა.

„რატომ არ მიდიოდა აქამდე, აქედან ჩანს – არ მიდიოდა, რადგან რაღაცის გარანტიები სჭირდება. ტრამპიდან ხომ ვერ აიღებს გარანტიებს, ტანკივითაა! სჭირდება თავისი პარტიიდან მაინც გარანტია. მოგეხსენებათ, იქ ოჯახის პრობლემაა. თავისი პარტიიდან გარანტიის ყველაზე მეტი განსახიერება იყო კამალა ჰარისი. არჩევნების მოგების შემთხვევაში, იგი ბაიდენის მომხრეა. სხვა დემოკრატმა რომ მოიგოს, ის გადარჩენილი ვერ იქნება – პირადი ინტერესი აქვს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენის მიერ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის საკითხი მიუთითებს, რომ „ბაიდენს თავისთვის შინაური პიროვნება უნდა, ვიდრე უცხო“.

„უცხო დემოკრატმა, შესაძლოა, საქმე ისევ ბაიდენის წინააღმდეგ წაიყვანოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, იქ მხოლოდ შვილის თემაა, თუ ბაიდენიც არის გარეული?“, – დასძინა საყვარელიძემ.

ასევე იხილეთ