leaderboard_below_slide

ზაალ ანჯაფარიძე: რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი

„რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი „ევროპა თუ რუსეთი“, უნდა განადგურდეს და რაც შეიძლება მალე“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, რეფერენდუმის ადვოკატების ლოგიკას რომ გავყვეთ, 2024 წელს ჩვენი საზოგადოების განწყობა და ორიენტაცია ისე რადიკალურად შეცვლილა, რომ პრორუსული და პროევროპული ორიენტაციის მოქალაქეთა რაოდენობა გათანაბრდა და ახლა რეფერენდუმად გადაქცეულმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი მხარე გადაწონის.

მისივე თქმით, სინამდვილეში, რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის  პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი.

„რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი „ევროპა თუ რუსეთი“, უნდა განადგურდეს და რაც შეიძლება მალე.

რატომ არის ის არარეალური? 2024 წლამდე საქართველოში ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ მოსახლეობის 80-85% ევროინტეგრაციის მხარდამჭერია. ამაზე აპელირებენ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც მისი ენჯეოებით, და დასავლელი პარტნიორებიც.

რეფერენდუმის ადვოკატების ლოგიკას რომ გავყვეთ, 2024 წელს ჩვენი საზოგადოების განწყობა და ორიენტაცია ისე რადიკალურად შეცვლილა, რომ პრორუსული და პროევროპული ორიენტაციის მოქალაქეთა რაოდენობა გათანაბრდა და ახლა რეფერენდუმად გადაქცეულმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი მხარე გადაწონის.

გამოდის,  რომ NDI/IRI გამოკითხვები სიცრუე და მანიპულაცია ყოფილა, თუკი ამდენმა ჩვენმა მოქალაქემ უცებ რუსეთისკენ იბრუნა პირი და რეფერენდუმი გახდა საჭირო….

ხომ ხედავთ, საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე  რა მავნებლურ და ხალხისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ აბსურდს  გვახვევენ თავს, ცდილობენ დასავლეთიც დაარწმუნონ ამაში და იქაც ეტყობა ვიღაცები იჯერებენ ამას.

სინამდვილეში, რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის  პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ