leaderboard_below_slide

დავით ჩიხელიძე: არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული – დღეს საქართველოში „ენჯეოშნიკი“ პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

„არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია“, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს და ეს გზა დასავლეთმა უკვე გაიარა.

„არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია. შესაბამისად  არასერიოზული და პროვოკაციულია  განცხადება, რომ  კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, ამით ისინი ამბობენ,  ჩვენ წინასწარ განზრახვით დავარღვევთ კანონს, რაც საკმაოდ მძიმე ფაქტია. 

გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის გზა, რომელიც დასავლეთმა უკვე გაიარა,  აშშ-ი მსგავსი კანონის  შედეგად კონგრესმენის გასამართლება მოხდა (რამდენიმე პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს)

საქართველოს შემთხვევაში საქმე უპრეცედენტო დანაშაულთან და უსინდისობასთან გვაქვს, მაგ: “გამჭვირვალობა საქართველო” 200 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსებას იღებს, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდა მოახდინოს, თვითონ კი გამჭვირვალობას ებრძვიან.

დღეს საქართველოში, „ენჯეოშნიკი“ პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც  უცხოურ დაფინანსებას   პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ