ედიშერ გვენეტაძე: როგორც კი მოხსნა კანდიდატურა ბაიდენმა, იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება, ერთი-მეორის მიყოლებით რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი-შარლატანები და დაიწყეს მტკიცება, საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და სანქციას სანქციაზე დაუწესებენო
„როგორც კი მოხსნა კანდიდატურა გადახუცებულ-გადაბერებულმა ბაიდენმა და იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება, ერთი-მეორის მიყოლებით რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი-შარლატანები: ჯაფარიძე, ხაზარაძე, თინიკო, ჭიჭიკო, პატიკო, გუბაზა, გვარამია, მელია… და დაიწყეს მტკიცება საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და სანქციას სანქციაზე დაუწესებენო ქვეყანასო!“ – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ელანდებათ საქართველოს გაუბედურება და ამისთვის გასამრჯელოდ მიღებული თანხა. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ რადიკალები 26 ოქტომბერს პოლიტიკურ მოუსავლეთში წავლენ.
„როგორც კი მოხსნა კანდიდატურა გადახუცებულ-გადაბერებულმა ბაიდენმა და იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება, ერთი-მეორის მიყოლებით რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი-შარლატანები: ჯაფარიძე, ხაზარაძე, თინიკო, ჭიჭიკო, პატიკო, გუბაზა, გვარამია, მელია… და დაიწყეს მტკიცება საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და სანქციას სანქციაზე დაუწესებენო ქვეყანასო!
მოკლედ, ელანდებათ ამ შტატიან მოღალატე-უბედურებს საქართველოს გავერანება-გაუდაბურება და ამისთვის გასამრჯელოდ მიღებული ბღუჯა-ბღუჯა დოლარ-ევროები!
ვერ ეღირსებით!
თქვენი პოლიტიკური კუბო უკვე შეჭედილ-გამზადებულია, რომელშიც რიგრიგობით ჩაწვებით 26 ოქტომბერს და განმწესდებით პოლიტიკურ მოუსავლეთში!
ამის კიდევ ერთი მკაფიო დამადასტურებელი იყო პრემიერის დღევანდელი პრესკონფერენცია, სადაც მან საბოლოო წერტილი დაუსვა პრეზიდენტ-ნაციონალებთან ერთად ქვეყანაში არსებულ კოლექტიურ მეხუთე კოლონის მომავალში არსებობა-არარსებობას!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.