leaderboard_below_slide

ირაკლი კობახიძე: დღეს NATO-ს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები

„დღეს NATO-ს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

პრემიერის თქმით, NATO-ს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი რეგიონში.

„თვითონ NATO-ს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე NATO აქტიურად ვერ საუბრობს, როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, იქ შეიძლება საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს NATO-ს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ