leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: კანონპროექტი კონსტიტუციის სრული დაცვით უნდა მომზადდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა თავისუფლებაში, ადამიანის ცნობიერებაში უხეშ ჩარევას და აგრესიულ პროპაგანდას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი კონსტიტუციის პრინციპების დაცვით უნდა მომზადდეს.

„უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას უკვე წარუდგინა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა. ეს ინიციატივა ეხება აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც თავისუფლების სახელით თავისუფლებაში, უნივერსალურ ღირებულებებში, რომლის დაცვა ჩვენი ამოცანაა, ადამიანის ცნობიერებაში უხეშ ჩარევას ეხება. კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპის სრული დაცვით უნდა მომზადდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, მიიღეს  გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

ასევე იხილეთ