leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნამიბიაში საცხოვრებელი სახლების უკმარისობის პრობლემის მოგვარებას შენობების სოკოსგან აშენებით აპირებენ

The Guardian-ის ცნობით, ნამიბიაში გადაწყვიტეს, რომ საცხოვრებელი სახლების უკმარისობის პრობლემა შენობების სოკოსგან აშენებით გადაწყვიტონ.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობა 2,7 მილიონს შეადგენს და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სულ მცირე ნახევარი მილიონი ახალი სახლია საჭირო. 2016 წლის მონაცემებით, ოჯახების 90%-ის თვიური შემოსავალი 144 დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ისინი სახლებს ვერ ყიდულობენ.

ამ კრიზისის გამო, ყოველი მეხუთე ნამიბიელი თვითნაკეთ სახლებში ცხოვრობს, რომლებსაც ნარჩენებისა და თუთიის ფურცლებისგან აშენებენ.

მკვლევართა ჯგუფმა, MycoHab-მა გამოხატა ინიციატივა, რომ სახლები სოკოსგან აშენდეს.

კერძოდ, ისინი აპირებენ კალმახა სოკოს გაზრდას, შემდეგ მას დაპრესავენ ფილებად, რომლებისგანაც სახლების აშენება იქნება შესაძლებელი. MycoHab-ში აღნიშნავენ, რომ ასეთი ფილები სტანდარტულ აგურებზე უფრო მძიმეა, მაგრამ მათგან სახლები უფრო სწრაფად აშენდება, რაც მშენებლობის ხარჯებს შეამცირებს.

ყველაფერთან ერთად, ასეთი სახლები ცეცხლგამძლეც იქნება, კალმახა სოკოს დიდი რაოდენობით მოყვანა კი ეკოლოგიის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

 

ასევე იხილეთ