leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეკუნა გაჩეჩილაძე: „The National Geographic Traveller Food Festival“-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო

„The National Geographic Traveller Food Festival“-ზე საქართველოს წარდგენას ეხმაურება ფესტივალის მონაწილე შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე.

„პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხი ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. „The National Geographic Traveller Food Festival“-ზე ყველაზე ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან: სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო და კერძები, ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი ფესტივალები აუცილებელია საქართველოს პოპულარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ,  ამ ხალხიდან 10 პროცენტიც რომ ეწვიოს საქართველოს, ამ ადამიანების ახლობლებიც აუცილებლად მოინახულებენ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თეკუნა გაჩეჩილაძემ.

„The National Geographic Traveller Food Festival“-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა.  ფესტივალზე ქართულ კერძებს და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8-ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ასევე იხილეთ