leaderboard_below_slide
left_sabechdi

გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი, ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები; მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე  გაეცნო.

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტი მწვანე სივრცე ნიშნავს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას, მოსახლეობისთვის განტვირთვისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ადგილის გაჩენას. სამწუხაროდ, რაიონში გვაქვს ისეთი ადგილებიც, სადაც სკვერის მოსაწყობად ტერიტორია ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა, სადაც ამის საშუალება გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამწვანებული სივრცეები შევქმნათ, რომელთაც მოსახლეობა ასე აქტიურად ითხოვს“, – განაცხადა ბესიკ კალაძემ.

მესამე მიკრორაიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.

ასევე იხილეთ