leaderboard_below_slide

რატი იონათამიშვილი: ხაზარაძესა და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა!

„ხაზარაძესა და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა. მოღალატე-თაღლითების პარტიას ვერანაირი წარმატება რომ ვერ ექნება, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მეორე ტრაგედია ამ ადამიანების არის, რომ ვაშაძე მათი ერთგვარი არაფორმალური ლიდერი გახდა. შესაბამისად, ვაშაძის დონეზე დაცემული „ლელო“, გახარია და თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა“ რას მიაღწევს ამ არჩევნებში, საზოგადოება უკვე ამას კარგად გრძნობს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი ვაშაძე მათი საერთო საქმისთვის ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერებს ალიანსზე უარი უკვე ნათქვამი აქვთ, თუმცა ვაშაძე ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ არის.

ხელისუფლება ამბობს, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მძიმედ დამარცხდება.

ასევე იხილეთ