leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: ომბუჯგუმ გაჯობა თავის დროზე!

„ზემოდან აქვთ დაკვეთა პატრონებისგან, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინმეს, რომელიმე ჯგუფს, რომელიმე მიმართულებას, პარტიას ჰყავს სამზე მეტი მხარდამჭერი, გაერთიანდნენ და ის სამი ხმაც არ დაკარგონ”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ.

„ვაშაძე, ვის უნდა მოუწოდო, შენ თვითონ მოსაწოდებელი ხარ. ვაშაძე რომ მოუწოდებს სხვა პარტიას. სხვის პარტიას ხარ შეკედლებული, ვის უნდა მოუწოდო. ომბუჯგუმ გაჯობა თავის დროზე. რისი ლიდერი, რა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვის უნდა მოუწოდო. თვითონ წყალწაღებული ხარ, იქით არ მოგიწოდონ. სერიოზულად ვერ გავაკეთებ ამ კომენტარს, კომიკური ფიგურაა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი ვაშაძე მათი საერთო საქმისთვის ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერებს ალიანსზე უარი უკვე ნათქვამი აქვთ, თუმცა ვაშაძე ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ არის.

ხელისუფლება ამბობს, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მძიმედ დამარცხდება.

ასევე იხილეთ