„სარჩელის შეტანით ორი უცოდინარობა გამოავლინა ზურაბიშვილმა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნული განცხადებით იგი პრეზიდენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.
„ერთი ის, რომ ვერაფერს მოძებნის, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის საწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ უკვე მთელ მსოფლიოში იღებენ.
მეორე ის, რომ აღიარა იმ ორგანოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის ცნო, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.