leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი: ტრამპის მკვლელობის მცდელობის პირველადი გამოძიება 60 დღეში დასრულდება

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის პირველადი გამოძიება 60 დღეში დასრულდება.

„რაც შეეხება შიდა გამოძიებას, გამოძიების დასრულებას 60 დღის განმავლობაში ვგეგმავთ“, – აღნიშნა კიმბერლი ჩიტლიმ.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი ასევე იძიებენ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლას.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთი ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

ასევე იხილეთ