left_sabechdi

ირაკლი ანთაძე: დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე

“დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე. ასევე, ვისაუბრებთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე, რომელიც დაფიქსირებულ იქნა შეხვედრებს შორის პერიოდში. არეალი ამ პროცესმა მოიცვა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები და ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტი, გრემისხევის მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრა გაიმართება.

 

ასევე იხილეთ