leaderboard_below_slide
left_sabechdi

რომელი მცენარე არ უნდა გააჩეროთ სახლში, თუ გასათხოვარი ხართ

ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია, გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი – არა.

ქვემოთ იმ ცრურწმენებს გაგაცნობთ, რომლებიც მცენარეებს უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.

მაშ ასე, ძველი ხალხის რწმენით:

თუ ყვავილი გახმა, ესე იგი, სახლში ბევრი ცუდი „თვალია“ დაგროვილი და მცენარემ მთელი ეს „სატკივარი“ შეიწოვა. ამიტომ მადლობა უნდა უთხრათ მას და მიწაში დაფლათ;

თუ ოთახის ყვავილებს მოვლას არ აკლებთ, მაგრამ მაინც ვერ ახარებთ, ესე იგი, რაღაც პრობლემები გაქვთ ცხოვრებაში და მცენარე ამას გრძნობს. ან კიდევ, ვიღაც ავად უნდა გახდეს ოჯახში;

თუ ზაფხულის მცენარემ ზამთარში დაიწყო ყვავილობა — ბედნიერება გელით;

გასათხოვარმა ქალმა სურო შინ არ უნდა გააჩეროს, თორემ ყველა კაცი გვერდს აუვლის და გაუთხოვარი დარჩება;

გათხოვლი ქალისთვის სუროს ყოლა კარგია — ქმარს ისე „დაიხვევს ხელზე“, როგორც თვითონ უნდა;

ახალგაზრდა ქალმა ია არ უნდა იყოლიოს — ქალური ავადმყოფობები და უიღბლო სიყვარული მოაქვს;

თუ ალოე კარგად ხარობს, ესე იგი, ყველა დაავადება უკან დაიხევს;

თუ ბამბუკი სწრაფად იზრდება, ესე იგი, წარმატება გელით — თანაც მალე;

თუ ვარდს საძინებელ ოთახში დადგამთ — მეუღლეს ღალატი აღარ მოუნდება;

თუ გვიმრამ ხმობა დაიწყო, ესე იგი, ოჯახში ვიღაცას „ჯადო“ აქვს. ოღონდ არ უნდა შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მცენარეს უკვე თავზე აქვს აღებული მაგიური ზეგავლენა და ამის მერე შინ აღარ უნდა გააჩეროთ;

შინ ფიკუსის გაჩერება არ ვარგა — კაცს, მით უმეტეს, ოჯახის უფროსს, ხასიათს (და არა გუნებას!) უფუჭებს და ოჯახში ჩხუბს აწყებინებს…

ასევე იხილეთ