left_sabechdi

თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა – ფასები უბნების მიხედვით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უძრავი ქონება ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებში თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, ყველაზე იაფი კი – სამგორში. რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც, ღირებულებით პირველ ადგილზე მთაწმინდაა. ხოლო ბოლოზე – გლდანი.

საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში ასე ნაწილდება:

მთაწმინდა – 5 737 ლარი;

ვაკე – 5 247 ლარი;

საბურთალო – 4 036 ლარი;

ჩუღურეთი – 3 960 ლარი;

დიდუბე – 3 648 ლარი;

კრწანისი – 3 635 ლარი;

ნაძალადევი – 3 581 ლარი;

ისანი – 3 449 ლარი;

გლდანი – 3 425 ლარი;

სამგორი – 3 232 ლარი.

მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების – 4.8%, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 4.6%-ით. 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8%-ით.

ასევე იხილეთ