left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: თუ ისეთი მიამიტია ვინმე ამ ქვეყანაში, რომ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები ასეთ ადამიანს

“თუ ისეთი მიამიტია ვინმე ამ ქვეყანაში, რომ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები ასეთ ადამიანს”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის აზრით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ „ლელოს“ პიარს დღეს ჯერემი როზნერი ხელმძღვანელობს, რომელიც წარსულში „ნაცმოძრაობის“ პიარ-სტრატეგიაზე ზრუნავდა.

„ნაცმოძრაობის“ რეკეტიორები და თაღლითები, რომლებზეც სასამართლომ თქვა, რომ თაღლითები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ თაღლითობდნენ და მათ უმაგრებდნენ ზურგს თავიანთი რეკეტითა და თაღლითობით, რით განსხვავდებიან თუ უარესები არ არიან „ნაცებზე“? ამაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ მიპასუხებს. როზნერი, როცა თავის დროზე დავალებით ჩამოვიდა და პიარს უკეთებდა „ნაცმოძრაობას“, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის და ახლაც, როდესაც ის პიარს უკეთებს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს – „ლელოს“ ესეც ცნობილი ხდება და გასაკვირი ამაში არაფერია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ