სიცილიის ქალაქ კატანიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა.
ეტნა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ბოლო დღეებია, ლავასა და ფერფლს აფრქვევს.
როგორც აეროპორტის ოპერატორი აცხადებს, შეჩერებულია ყველა რეისის მიღება და გამგზავრება.
ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაახლებს, როგორც კი ფერფლის ამოფრქვევა შეწყდება.
კატანიის აეროპორტი ეტნას ამოფრქვევის გამო მიმდინარე თვის დასაწყისშიც დაიხურა.