leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩნდება იმედი, რომ ომი დასრულდება

“ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება. კაცი ამბობს, რომ მეორე დღესვე მე შემიძლია ომი დავასრულოო. ომის დასრულება ინტერესებს გადაალაგებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ომის დასრულებაა ის ფაქტორი, რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. და აი, ამ შემთხვევაში ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები. ეს აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას, რომ რისკები ომის დაწყების ამ ქვეყანაში, ომში ჩართვის აბსოლუტურად შეიცვლება და გადალაგდება.

ამიტომ არის, რომ პირველი, “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიმარჯვოს დამაჯერებლად. საქართველოში ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს და მომდევნო წელს, როდესაც ომი დამთავრდება, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ განვითარება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე სიარული, სადაც ყველა მიღწევა აბსოლუტურად „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ