left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით

“არჩევნებში ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც – ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია, რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული. ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მხრიდან ჩარევას იცილებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

“აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენს თავთან ხომ ვართ მართლები?! საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისათვის, ამ ზომამდე ვართ მისული”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ასევე იხილეთ