გიორგი მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეულშია – Transfermarkt-მა გუნდი სატრანსფერო ღირებულებებით შეადგინა
Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული შეადგინა, რომელთა საერთო ღირებულება 1.35 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.
სრულად გუნდი კი ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (“ვალენსია”) – 45 მილიონი ევრო
დაცვა: რუბენ დიაში (“მანჩესტერ სიტი”) – 80 მილიონი ევრო, უილიამ სალიბა (“არსენალი”) – 80 მილიონი ევრო, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”) – 70 მილიონი ევრო, იოშკო გვარდიოლი (“მანჩესტერ სიტი”) – 75 მილიონი ევრო
ნახევარდაცვა: როდრი (“მანჩესტერ სიტი”) – 130 მილიონი ევრო, ფილ ფოდენი (“მანჩესტერ სიტი”) – 150 მილიონი ევრო, ჯუდ ბელინგემი (“რეალ მადრიდი”) – 180 მილიონი ევრო.
თავდასხმა: ერლინგ ჰოლანდი (“მანჩესტერ სიტი”), ვინისიუს ჟუნიორი (“რეალ მადრიდი”), კილიან მბაპე (“რეალ მადრიდი”) – 180 მილიონი ევრო
✨ ✨ Dos grandes novedades en el XI más valioso del mundo que cuenta ahora con cuatro jugadores de LaLiga, tres del Real Madrid y uno del Valencia CF.
➡️ https://t.co/2WJyOMzhLv#transfermarkt #RealMadrid #ValenciaCF #LaLiga pic.twitter.com/mohlI6zOSq
— Transfermarkt.es (@TMes_news) July 22, 2024