left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: რომელიმე კლანი თუ არსებობს, ზუსტად ის კლანია, რომელიც პორტირებულია პოლიტიკურ “ენჯეოებში” 

“რადიკალური ოპოზიციის მხრიდან „კლანებზე“ საუბარი არაერთხელ ყოფილა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომელიმე კლანი თუ არსებობს, ის ბუნდოვანი და არაგამჭირვალეა, ზუსტად ის კლანია, რომელიც პორტირებულია პოლიტიკურ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მიზანშეწოლი არ მგონია, რომ პარლამენტის წევრები აკეთებდნენ განცხადებებს სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე, მით უმეტეს, როცა ეს არის კერძო დავასთან დაკავშირებული. ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმებული უნდა ვიყოთ, რომ მსგავს საკითხებზე პოლიტიკოსების განცხადებები არ კეთდებოდეს. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რაღაც “კლანებზე” საუბარი არა ერთხელ გაგვიგია, მაშინ, როცა საზოგადოებამ კარგად იცის თუ რომელიმე კლანი არსებობს და ის ბუნდოვანი და არაგამჭირვალეა, ზუსტად ის კლანია, რომელიც პორტირებულია პოლიტიკურ “ენჯეოებში”. მათი მიზანია არა ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ საკუთარი დავალებების მიმცემთა ინტერესების დაკმაყოფილება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ