leaderboard_below_slide
left_sabechdi

დმიტრო კულება: მივესალმები ყველას ჩინეთიდან – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევმა და პეკინმა აწარმოონ პირდაპირი დიალოგი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს.

“მივესალმები ყველას ჩინეთიდან. ჩინეთში უკრაინის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის სრულმასშტაბური აგრესიის დაწყების შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევმა და პეკინმა აწარმოონ პირდაპირი დიალოგი და გაცვალონ პოზიციები. ასევე, განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ჩინეთმა ჩვენს სახელმწიფოსთან ურთიერთობას ევროპასთან სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით უნდა შეხედოს”, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ასევე იხილეთ