ესტონეთის ახალმა პრემიერმა განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს
ესტონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ომში უკრაინის გამარჯვებამდე. ჩვენ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გავაკეთებთ. იმედი მაქვს ჩვენი მოკავშირეებიც ასე გააკეთებენ“, – აღნიშნა კრისტენ მიხალმა.
„გზავნილი ჩვენი მტრებისთვის არის ის, რომ ესტონეთი კარგად არის დაცული, ჩვენ გავზრდით ჩვენს თავდაცვით ხარჯებს“, – დასძინა მან.